გურამ მაჭარაშვილი - კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიცია საერთოდ როგორ იღებს ხმას?! - ისინი კონსტიტუციასა და რეგლამენტს არჩევნების დასრულების დღიდან არღვევენ

კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიცია საერთოდ როგორ იღებს ხმას?! - ისინი კონსტიტუციასა და რეგლამენტს არჩევნების დასრულების დღიდან არღვევენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში არშეტანა როგორც რეგლამენტით, ასევე პოლიტიკურად სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, არ შეიძლება პოლიტიკურმა ორგანოებმა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოსამართლეების საქმიანობა შეამოწმოს.

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ბიურო პარლამენტის სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე განსაზღვრავს, სადაც განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები შედის. ბიურო ამ საკითხებს ყოველ ჯერზე თავიდან განიხილავს და თავიდან ამტკიცებს. საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციას შარშან ორი-სამი განცხადება ჰქონდა და როცა თავიდანვე ვერ მოხერხდა კომისიის შექმნა, საკითხი ბიუროს მიერ დამტკიცებულ დღის წესრიგში აღარ შედიოდა ხოლმე. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგში ის საკითხები არ შეაქვს, რომელზეც ადრე იყო პრობლემა, ვერ გადის ან ფორმატია ისეთი, რომ საკითხი არ შედის - რეგლამენტის მიხედვით, ბიუროს ამის უფლებამოსილება გააჩნია“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა