6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება

6 მაისს, ვაკის პარკში კარიერის ფესტივალი ჩატარდება

HR hub–ის ორგანიზებით, დასაქმების ახალი უნიკალური პლატფორმის sfero.ge-ის, კომპანია Girteka –ს გენერალური სპონსორობით, ევოლუშენ საქართველოს და Lineate Georgia-ს მხარდაჭერით, 6 მაისს ვაკის პარკში 14:00სთ-დან 17:00სთ–ის ჩათვლით კარიერის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების მიზანია სამსახურის მაძიებლების დაკავშირება დამსაქმებლებთან და დასაქმების ხელშეწყობა. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 70-მდე კომპანია აქტიური ვაკანსიებით. HR მენეჯერები გაესაუბრებიან კანდიდატებს და ვაკანსიებსა და კომპანიაში არსებულ კარიერულ შესაძლებლობებს გააცნობენ.

ფესტივალში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების ნახვა წინასწარ შესაძლებელია www.sfero.ge -ზე.

ადგილზე მოეწყობა „წარმატების კუთხე“, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმატებული პროფესიონალები საინტერესო თემებზე ისაუბრებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ მოსულ ადამიანებს.

სპიკერები

14:00 თამთა ფეტელავა – პაშა ბანკის რეკრუტინგის სამსახურის უფროსი

თემა: რა უნდა ვკითხოთ HR მენეჯერს გასაუბრებაზე?

14:15 ია ნადირაშვილი - Store next Georgia-ს გენერალური დირექტორი, რითეილ კონსულტანტი, ბიზნეს ინკუბატორის ხელმძღვანელი, ქოუჩი, მენტორი, ლექტორი

თემა: I'm never dream about success I'm work for it! - მე არასდროს მიოცნებია წარმატებაზე მე ვშრომობდი წარმატებისთვის;

15:00 გიორგი კონტუაძე - ენტერპრენერი

თემა: როგორია ბედნიერი სამსახური?

15:30 სანდრო ბოლქვაძე -

16:00 ნატა ასათიანი - განათლების ფსიქოლოგი

თემა: შესაძლებლობები არ გვეძლევა, მათ ჩვენ ვქმნით

წარმატების კუთხეში ჰოთსეილი გაათამაშებს 3 საჩუქარს.

კარიერის ფესტივალის პარტნიორები არიან: Grant Thornton Georgia, KD4US, რადიო იმედი.

დეტალები: karierisfestivali2023