გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინას არ აქვს უფლება, გერმანიისგან მიღებული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა განახორციელოს.
შოლცის განმარტებით, მსგავსი წესები აქვთ განსაზღვრული იარაღის სხვა დასავლელ მიმწოდებლებსაც.
გერმანიის კანცლერი ხაზს უსვამს, რომ უკრაინის დახმარება აუცილებელია, მაგრამ ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის.
უკრაინის დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ქვეყანას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამხედრო დახმარებას უწევენ, ყოველთვის ხაზს უსვამენ, რომ მხარს არ უჭერენ მათი იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელებას.