დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს არასრულწლოვანთა რეფერირების, განრიდებისა და მედიაციის, შემთხვევის მართვის და ბენეფიციართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებულ აქტუალურ საკითხებზე. ხელმძღვანელმა პირებმა ბიუროს თანამშრომლებს ამავე მიმართულებებით არსებული უახლესი საერთაშორისო გამოცდილებაც გაუზიარეს.

„შეხვედრაზე ასევე განიხილეს სააგენტოს სისტემაში არსებული არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა - პრობაციის კოდექსი, პრობაციის ოფიცრებისთვის წოდებების აღდგენა, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი და მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა, რომელიც პრობაციის ოფიცერს სამუშაოს მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს.

სამუშაო შეხვედრები, რომლებიც სააგენტოს მენეჯერული რგოლისა და სპეციალისტების კოორდინაციის გაძლიერებას ისახავს მიზნად, წლის განმავლობაში პრობაციის ყველა რეგიონულ ბიუროში ჩატარდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა