პოლონეთი რუსეთისგან რეპარაციების მოთხოვნას არ გამორიცხავს

თუ გერმანიის მთავრობა პოლონეთისთვის მეორე მსოფლიო ომის დროს მიყენებული ზარალის გამო რეპარაციების გადახდას დათანხმდება, რეპარაციები შეიძლება პოლონეთმა რუსეთისგანაც მოითხოვოს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარჩინ პშიდაჩმა განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია ბერლინთან დიალოგის დაწყება, მაგრამ პუტინთან - სულ სხვა ცივილიზაციაა. იმ შემთხვევაში, თუ წარმატებას მივაღწევთ გერმანიასთან, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს მსგავსი მოლაპარაკებების დაწყება სხვა მჩაგვრელთან“, - აღნიშნა მარჩინ პშიდაჩმა.

პოლონეთის ხელისუფლებამ მეორე მსოფლიო ომის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებისთვის გასული წლის ოქტომბერში გერმანიისგან 6.2 ტრილიონი ზლოტი (დაახლოებით 1.3 ტრილიონი დოლარი) მოითხოვა. ამავდროულად, პოლონელი პოლიტიკოსები არაერთხელ გამოვიდნენ რუსეთისგან რეპარაციის გამოთხოვის ინიციატივით. გასული წლის სექტემბერში ამ იდეას მხარი დაუჭირა ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ, ხოლო ოქტომბერში საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთისგან მეორე მსოფლიო ომის წლებში მიყენებულ ზარალს დაითვლიდა და მოსკოვს ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვდა. კრემლი ვარშავის ამ განცხადებებს „გააფთრებულ რუსოფობიად“ და „არაჯანსაღ პოლიტიკურ ექსტრემიზმად“ აფასებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს