ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთი დადასტურებულად არის ცნობილი როგორც ოკუპანტი

მე მინდა გითხრათ ჩვენო „სასიქადულო“ ოპონენტებო, რომ ამ „პრორუსულმა“ ხელისუფლებამ კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვა სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და კიდევ ერთხელ დაამარცხა რუსეთი. ხომ ვერ მეტყვით თქვენი ხელისუფლების დროს სად დავამარცხეთ რუსეთი, რომელ საერთაშორისო ასპარეზზე ან რომელ საერთაშორისო სასამართლოში“? – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნა, რომ რუსეთს დაეკისრა 129 მილიონის გადახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაზარალებულთათვის.

„საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით რუსეთი დადასტურებულად არის ცნობილი როგორც ოკუპანტი, არა მხოლოდ 2008 წლის ომის დროს და ომის შემდეგ, არამედ 2008 წლის ომამდეც, როდესაც ის ეფექტურად ახორციელებდა კონტროლს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონზე“,- აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ნიკოლოზ სამხარაძემ ასევე ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტებზე. მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაცია აქტიურად გააგრძელებს ვიზიტებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

„პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა ჩეხეთში ევროკავშირის სპიკერების კონფერენციაზე და არაერთი შეხვედრა ჰქონდა თავის კოლეგებთან, სადაც ერთხმად ყველგან აღნიშნული იყო პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ასევე, მე მქონდა მნიშვნელოვანი ვიზიტები დანიაში და შვედეთში. აქაც ცალსახად იყო გამოთქმული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. ეს ვიზიტები გაგრძელდება. ჩვენ წლის ბოლომდე ვეწვევით 27-ე დედაქალაქს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო