იაგო ხვიჩია - მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო! - „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა „მოატყუე და იბატონე“

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის ფორმა „მაფიოზურია“ და მისი მიზანია, „მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა“.

როგორც ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა - „მოატყუე და იბატონე“.

„კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს იმდენად პრიორიტეტული საკითხია, რომ როგორც კი ბიუროზე მოხვდება, უახლოეს სხდომაზე უნდა წარედგინოს პარლამენტს. თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ზარ-ზეიმით წარმოადგინა ინსტიტუციური ცვლილება, რომ 50 კაცს შეეძლო საგამოძიებო კომისიის შექმნა. დღეს, ფაქტობრივად, პარლამენტმა თქვა, რომ უმრავლესობას თუ არ უნდა, საგამოძიებო კომისია არ შეიქმნება, ანუ დაირღვა პარლამენტის ის ნორმა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ თვითონ მიიღო. დიდი ხანი ვფიქრობდი, როგორ უნდა ამეხსნა, რა ტიპის მმართველობაა ეს. ყველაზე მეტად ეს არის მაფიოზური მმართველობა. მაფიოზური წესებით ვიმართებით, ქართველო ხალხო! რით განსხვავდება ეს მმართველობა სახელმწიფო მმართველობისგან - თუ პოლიტიკური მმართველობის მიზანი ქვეყნის აღმშენებლობა და უკეთესი ქვეყნის მიღწევაა, ჩვენი ხელისუფლების და ზოგადად, მაფიოზური ხელისუფლების მიზანია, მოიგონოს იდეალური ტყუილი, რათა დიდი ხნის განმავლობაში შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის მართვა. „ქართული ოცნების“ დევიზად ჩამოყალიბდა - „მოატყუე და იბატონე“. სინამდვილეში გვინდა, რომ ამ საყოველთაო ტყუილში იცხოვროს ქართველმა ხალხმა. კიდევ რა არის დამახასიათებელი მაფიოზური მმართველობის - ის, რომ არ უნდა არსებობდეს არცერთი ინსტიტუცია, რომელსაც პატივს სცემ; არ უნდა არსებობდეს არცერთი დაწერილი კანონი; არ უნდა შექმნა ისეთი კანონი, რომელიც შენივე საწინააღმდეგოდ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ანუ, ზოგადად, მაფიოზური მმართველობის დამახასიათებელი ისაა, რომ კანონები ქაღალდზე არ უნდა ეწეროს. ეს კანონები სადღაც უნდა იყოს, რამდენიმე ადამიანმა უნდა იცოდეს და ისინი კანონს ხან ასე ამოქმედებდნენ, ხან - ისე. რა შედეგი მოაქვს ამ მმართველობას - მხოლოდ ასეთი მმართველობის პირობებშია, რომ ულაპარაკოდ მიიღოს სამხედრო კოდექსი, ულაპარაკოდ მიიღოს 78-მა ადამიანმა რუსული კანონი და ასევე ულაპარაკოდ გააუქმოს იმიტომ, რომ ეს მიღებულია არა პოლიტიკური, არამედ მაფიოზური პროცესის შედეგად, სადაც ყველა ინსტიტუციას ძალა უნდა გამოაცალო, კონსტიტუციას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს; კანონი კი არ გჭირდებოდეს ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არამედ ძალა. სწორედ ამ ძალით ხართ გათამამებულები და ის არ იცით, რომ ამ მაფიოზური მმართველობის გამო თქვენ სინამდვილეში მიიღეთ ისეთი ტიპის ძალაუფლება, რომელიც პოლიტიკური ძალაუფლება არაა. ამ ძალაუფლების შედეგად ცდილობთ ქვეყნის პროდასავლური კურსი შეცვალოთ, ცდილობთ, ცივილიზაციის საწინააღმდეგო მიმართულებით წახვიდეთ და ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გააკეთოთ არა ქართველი ხალხის მიზნის, არამედ თქვენი მმართველობითი მიზნების განსახორციელებლად. მაგრამ, ერთი რაღაც გავიწყდებათ - ის, რომ კანონით და პოლიტიკურად იმართებოდეს ქვეყანა, ყველაზე მეტად, თქვენ გჭირდებათ, მმართველი ძალის დაცვას სჭირდება ის, რომ მას მართული ჰქონდეს წესების შესაბამისად და სხვასაც მოუწოდოს წესების დასაცავად. თორემ, თქვენ რომ მალე დასრულდებით და ქართველი ხალხი რომ დიდი ხანი არ იცურებს ცივილიზაციის საწინააღმდეგოდ, ეს ხომ ფაქტია?!“- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს