ფრიდონ ინჯია - ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს, სადაც ასახული იქნება ყველა სურვილი და მოთხოვნა, რომელიც მონატრებულ კრებაზე ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცადებით, ის უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტის დაინიცირებას გეგმავს, რომელიც მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს.

როგორც ინჯიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კანონპროექტების პაკეტში ასახული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 30 აპრილის აქციაზე ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა.

„კანონი, ყველას მიმართ თანაბრად უნდა აღსრულდეს მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა. კანონის წინაშე პრივილეგია არავის უნდა ჰქონდეს. პარლამენტის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, 60-ზე მეტი პოლიციელი დამწვარი და დაზარალებულია და მხოლოდ ერთია დაკავებული. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული. ასევე, საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვთ 2004 -2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ დიქტატორული რეჟიმს პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მიეცეს და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი აღსრულდეს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიკური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს. უნდა დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტალური განათლება, რომელიც შეწყდა. ამავე მოთხოვნებშია, დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, სახელმწიფო პროგრამების მორგებულად განხორციელება, ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა. აბსოლუტურად ყველა ამ კითხვას, რომელიც იქ დაისვა და მოთხოვნაა სახელმწიფოს მთავრობისთვის, მე ვუერთდები ამას და ამ დღეებში ჩვენ წარმოვადგენთ კანონების პაკეტს. ამ პაკეტში ასახული იქნება ყველა ის სურვილი და მოთხოვნა, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, სადაც ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნები მონატრებულ კრებაზე პოლიტიკოსმა ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა“,- განაცხადა ინჯიამ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე