დიმიტრი პესკოვი - სპეციალურ ოპერაციაში რუსეთის დანაკარგების შესახებ ვაშინგტონის მონაცემები აბსოლუტურად უსაფუძვლოა

დიმიტრი პესკოვი - სპეციალურ ოპერაციაში რუსეთის დანაკარგების შესახებ ვაშინგტონის მონაცემები აბსოლუტურად უსაფუძვლოა

კრემლი ვაშინგტონის განცხადებებს უკრაინასთან ომში რუსეთის დანაკარგების შესახებ არასარწმუნოს უწოდებს.

„რიცხვები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ვაშინგტონს არ აქვს შესაძლებლობა დაასახელოს კონკრეტული რიცხვები, მათ არ გააჩნიათ ასეთი მონაცემები“, - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

ცნობისთვის, თეთრმა სახლის შეფასებით, უკრაინაში, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში მინიმუმ 100 000 რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა. მათ შორის 20 000-ზე მეტი დაიღუპა, აქედან კი ნახევარი „ვაგნერის“ მებრძოლები იყვნენ.