გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივი  წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ მიმართულებას გაეცნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაეროში საქართველოს ელჩთან, დავით ბაქრაძესთან ერთად მცხეთაში უმასპინძლა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, უცხოელ დიპლომატებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა ტურისტულად საინტერესო ადგილები გააცნო.

„გაეროში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები საქართველოს ტურისტული პოტენციალით და ტურისტული პროდუქტებით დაინტერესდნენ. უცხოელ დიპლომატებს თამარ ყორიაულმა საქართველოში ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენის დინამიკა გააცნო და პანდემიის შემდეგ მიღწეული პროგრესი გაუზიარა.

გაეროში ბენინის რესპუბლიკის, კომოროს, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, დომინიკის რესპუბლიკის, ლიბიის, სენტ-ლუსიის მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს 30 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ეწვივნენ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველო უკვე რამდენიმე წელია მასპინძლობს. ელჩების ვიზიტის მიზანია ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური შესაძლებლობებისა და გატარებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაზიარება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა