ჩინეთში აშშ-ის ელჩი - გვსურს, რომ ჩინეთი უფრო მკაცრი გახდეს რუსეთისთვის პასუხებში

ჩინეთმა უნდა დააძალოს რუსეთს უკრაინაში ომი დაასრულოს. ამის შესახებ ჩინეთში აშშ-ის ელჩმა ნიკოლას ბერნსმა განაცხადა.

“რისი დანახვაც გვსურს ჩინეთისგან - ეს არის რუსეთზე ზეწოლა, რომ მან ჯარები გაიყვანოს [უკრაინიდან] და უკრაინამ თავისი მთლიანი ტერიტორია დაიბრუნოს და კვლავ გახდეს სრულიად სუვერენული სახელმწიფო ამ სიტყვის ყველა ასპექტში”, - განაცხადა ბერნსმა.

მისი თქმით, რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს შორის გამართული პირველი სატელეფონო საუბარი “კარგი პირველი ნაბიჯია”, მაგრამ გაურკვეველია ჩინეთის შემდგომი ნაბიჯები როგორი იქნება.

“გვსურს, რომ ჩინეთი უფრო მკაცრი გახდეს რუსეთისთვის თავის პასუხებში. გვსურს, ვნახოთ ქმედებები, რომლებიც მიმართული იქნება ომის სწრაფად დასრულებისკენ იმ პირობებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება უკრაინული ხელმძღვანელობისთვის”, - განაცხადა ბერნსმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს