ჯანდაცვის სამინისტრო - იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს სხდომა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლების მონაწილეობით 5 მაისს გაიმართება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრის თაობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყება აღნიშნავს, შეხვედრაზე იშვიათი დაავადებების, მათ შორის აქონდროლაზიის მართვის - გაიდლაინებისა და პროტოკოლების შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

სამინისტროს წარმადგენლებმა მშობლებს სამოქმედო გეგმა გააცნეს.

შეთანხმდნენ, რომ მშობლები ჩართულნი იქნებიან იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში.

საბჭოს მორიგი სხდომა, მშობლების მონაწილეობით 5 მაისს გაიმართება. ასევე, ჩაინიშნა პროტოკოლზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა.

შეხვედრაზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, შშმ პირის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.

თამარ ბარკალაიას განცხადებით, პროცედურები მიმდინარეობს, შშმ სტატუსის მინიჭების შემდეგ კი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამით.

„ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, უწყების მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა მზაობა, ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა საჭიროების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ მშობლებს, კიდევ ერთხელ გააცნო პრეპარატთან დაკავშირებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან მიღებული ინფორმაცია. მისი განმარტებით მწარმოებელ კომპანიასთან კომუნიკაცია გრძელდება, პრეპარატის უსაფრთხოდ დანერგვისთვის კი აუცილებელია იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - აღნიშნავს უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დასავლური მხარდაჭერის გარეშე საქართველოს სახელმწიფოს არსებობას სერიოზული საფრთხეები ემუქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია ნათია უჩავა
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
როგორ დავიფინანსოთ სწავლა - უპრეცედენტო შეთავაზება სტუდენტებს
ქართულ მედია სივრცეში ახალი ონლაინ გამოცემა Urban Media გამოჩნდა