„ახალ საირმეში“ იტალიური სამზარეულოს მასტერკლასები დასრულდა

შეფმზარეულების ინტენსიური გადამზადების კურსი „ახალ საირმეში“ წარმატებით დასრულდა.

მათი ცნობით, 29 აპრილს მასტერკლასებში მონაწილე 20 მოქმედ შეფს სერტიფიკატები გადაეცა. იტალიური სამზარეულოს მასტერკლასებს მიშლენის ყველაზე ახალგაზრდა შეფი მატეო სივერო და გასტრონომიული ასოციაცია Cuochi Romagnoli-ს პრეზიდენტი ჯოვანი ტუჩი უძღვებოდნენ.

მასტერკლასები, რომლებიც აგებული იყო იტალიურ სამზარეულოზე, მოიცავდა როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე რეცეპტებს. მიშლენის შეფის, მატეო სივეროს მასტერკლასების ფარგლებში, მონაწილეებმა მოლეკულური სამზარეულოს ტექნიკები შეისწავლეს.

შეფის, „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ თანადამფუძნებელის გურამ ბაღდოშვილის განცხადებით, მიშლენის შეფების მასტერკლასები ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონში ინდუსტრიის განვითარებისათვის.

„საქართველოსთვის უპრეცედენტოა, როდესაც თავად მიშლენის შეფებმა ჩაატარეს ტრენინგები და ეს დიდი მოტივაცია იყო მონაწილეებისთვისაც. შეფებმა, რომლებმაც ეს კურსი გაიარეს, მიიღეს უნიკალური გამოცდილება, რომელიც შესაძლებლობას მისცემთ, ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სფეროში დაიმკვიდრონ თავი“, - აცხადებს ბაღდოშვილი.

მასტერკლასები „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ DMO იმერეთთან პარტნიორობით განახორციელა. პროექტის ფარგლებში DMO-ს თანადაფინანსებით 15 შეფი გადამზადდა იმერეთის რეგიონიდან.

DMO იმერეთის ხელმძღვანელის მარიამ დევიძეს განცხადებით, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, იტალიური სამზარეულოს ტექნიკები პროფესიონალი იტალიელი შეფებისგან შეესწავლათ.

„ეს ნიშნავს, რომ უკვე დღეს შეგვიძლია მივიღოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი ჩვენს რესტორაციებში, რაც, რა თქმა უნდა, წინგადადგმული ნაბიჯია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში. ვფიქრობ, ეს წარმატებული თანამშრომლობა „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიასთან“ მომავალშიც გაგრძელდება“,- აცხადებს მარიამ დევიძე.

„თეგეტას“ ინფორმაციით, მოწვეული შეფების მასტერკლასებს შორის მზარეულებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა „ახალი საირმის“ შეფმა კახა ციკოლიამ, რომელსაც იტალიაში ცხოვრებისა და მუშაობის 15-წლიანი სტაჟი აქვს.

საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემია 2019 წელს შეიქმნა. მისი დამფუძნებლები არიან: ბიზნესმენი თემურ კოხოძე, Hospitality Management Institute-ის დამფუძნებელი მანანა უგულავა და შეფი გურამ ბაღდოშვილი. 2020 წელს აკადემიამ სწავლების უფლება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან 4 მიმართულებით მოიპოვა.

„სასწავლო პროგრამები ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტის სფეროში სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: სასტუმრო ოთახების მართვა, სასტუმრო საქმის მარკეტინგი და გაყიდვები, კვება და სასმელები, „სუ-შეფი“. სწავლება პრაქტიკული და თეორიული ნაწილისგან შედგება და მას უძღვებიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინსტრუქტორები.

2020 წელს „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ შვეიცარიულ მასპინძლობის სკოლა SHL-თან დაიწყო თანამშრომლობა, რამაც აკადემიის სტუდენტებს საერთაშორისო გამოცდილებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა მისცა. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა პროფესიული გადამზადების პროგრამა „სასტუმროს ოთახების მართვა“.

მიშლენის შეფების მასტერკლასი მორიგი პროექტია რეგიონის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებისთვის, რომელიც „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ ორგანიზებით ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს