უკრაინის რადამ რუსეთის რეჟიმი “რაშიზმად” აღიარა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებსა და სხვა ქვეყნების მთავრობებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მისი იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაგმობას

უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის პოლიტიკური რეჟიმი საკანონმდებლო დონეზე “რაშიზმად” აღიარა. ამის შესახებ უმაღლესი რადას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შესაბამის პროექტში წერია.

N9101 დადგენილების შესაბამის პროექტს სამშაბათს გამართულ სხდომაზე 281-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

დადგენილება როგორც განცხადება არის მიღებული და შემდეგნაირად ჟღერს: “უკრაინის უმაღლესი რადას განცხადება “რუსეთის ფედერაციაში არსებული პოლიტიკური რეჟიმის რაშიზმად განსაზღვრის შესახებ და მისი იდეოლოგიური საფუძვლებისა და პოლიტიკური პრაქტიკების, როგორც ტოტალიტარულის და კაცთმოძულეს აღიარების შესახებ”.

განცხადება გაეროს, ევროპარლამენტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, სხვა სახელმწიფოების მთავრობებსა და პარლამენტებს მოუწოდებს მხარი დაჭურონ რაშიზმის იდეოლოგიის, პოლიტიკისა და პრაქტიკის დაგმობას.

დადგენილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ იგი საერთაშორისო ინსტიტუტებს რუსული პოლიტიკის განსაზღვრისადმი ერთიანი მიდგომის ფორმირებაში დაეხმარება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო