ვოლოდიმირ ზელენსკი - ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ ცდილობს ტერორისტი სახელმწიფო სანქციებისთვის გვერდის ავლას - პარტნიორებთან ერთად დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ

პარტნიორებთან ერთად დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ, გადაწყვეტილება მალე იქნება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ ცდილობს ტერორისტი სახელმწიფო სანქციებისთვის გვერდის ავლას, ყოველ ასეთ მიმართულებას ვაფიქსირებთ, პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ… დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ - გადაწყვეტილება მალე იქნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თათბირი ჩაატარა სასანქციო რეჟიმის გაძლიერების შესახებ - როგორც უკრაინული, ასევე პარტნიორებთან.

ცნობისთვის, 25 აპრილს ერმაკი-მაკფოლის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა ახალი სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომელიც რუსეთზე სასანქციო ზეწოლის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს