გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა და ახალგაზრდებს საპარლამენტო საქმიანობასა და განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და დასაქმების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე.

„სტუდენტებს მივაწოდე ინფორმაცია საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესთან დაკავშირებით. ასევე განვიხილეთ მათთვის საინტერესო აქტუალური საკითხები", - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახალგაზრდებმა, ასევე დაათვალიერეს პარლამენტის სასახლე და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი.