პროკურორი - სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ შესაბამისი კითხვები დაესვა - გამოძიება გრძელდება და საქმეს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა

დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სერგო შუბითიძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ტელეფონთან, - ამის შესახებ პროკურორმა მარი მეშველიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2020 წელს გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილი გამომძიებლის სერგო შუბითიძის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და თუ კონკრეტული პირის მიმართ რომელიმე დანაშაული გამოიკვეთება, კონკრეტული შედეგი დადგება.

"სერგო შუბითიძეს გამოძიების მიერ დაესვა შესაბამისი კითხვები. გამოძიება გრძელდება და საქმეს რა თქმა უნდა, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ სერგო შუბითიძეს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ტელეფონთან. ის წარმოადგენდა მხოლოდ ერთ-ერთ გამომძიებელს ისიც გამოძიების საწყის ეტაპზე და რაიმე ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რაც საბოლოო შედეგზე ერთგვარ გავლენას იქონიებდა მის მიერ არ ჩატარებულა", - განაცხადა პროკურორმა.

მანვე აღნიშნა, რომ სერგო შუბითიძის დაკითხვა ამ ეტაპზე დღის წესრიგში აღარ დგას.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა