დანია უკრაინას 1.7 მილიარდი კრონის ღირებულების დახმარების პაკეტს უგზავნის

დანია უკრაინას 1.7 მილიარდი კრონის ღირებულების დახმარების პაკეტს უგზავნის

დანია უკრაინას დახმარების უდიდეს პაკეტს უგზავნის, რომლის ღირებულება 1.7 მილიარდი დანიური კრონია, - ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ დახმარების პაკეტში შედის სატრანსპორტო საშუალებები, აღჭურვილობა, საჰაერო თავდაცვის საშუალებები და საბრძოლო მასალა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერებას მოახლოებული კონტრშეტევისთვის. დანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ტექნიკა უკრაინამ მოითხოვა.

დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს ჯავშანტექნიკის სარემოტნო-საევაკუაციო და საინჟინრო შეჯავშნულ მანქანებს, გამნაღმველ მანქანებსა და შლანგებს, ნაღმტყორცნის ყუმბარმტყორცნებს, საბრძოლო მასალას Carl Gustaf-ის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნისთვის, მობილურ საველე ხიდებს და ღამის ხედვის მოწყობილობებს. დახმარების პაკეტი ასევე მოიცავს 50 მილიონ ევროს არალეტალური აღჭურვილობით დახმარებისთვის.