ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიში განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საჰაერო იერიში განახორციელა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განმარტებით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა ისროლეს.

თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათმა გამანადგურებლებმა დაარტყეს დაჯგუფება „ჰამასის“ კუთვნილ სამხედრო პოსტს, იარაღის საცავს, იარაღის წარმოების ობიექტებს და საწვრთნელ ობიექტს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საჰაერო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

ღაზას სექტორიდან რაკეტები მას შემდეგ ისროლეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ციხეში 87-დღიანი შიმშილობის შემდეგ პალესტინელი პატიმარი და „ისლამური ჯიჰადის“ ყოფილი სპიკერი ხადერ ადნანი გარდაიცვალა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა