დაბადების დღეს ვულოცავ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და სახელოვან მოჭადრაკეს, საერთაშორისო დიდოსტატს, საქართველოს ეროვნულ სიამაყეს, ლეგენდარულ ნონა გაფრინდაშვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ნონა გაფრინდაშვილმა თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით საქართველო მთელ მსოფლიოს გააცნო.
“თავისი ფენომენალური ნიჭისა და თავდაუზოგავი შრომის წყალობით ნონა გაფრინდაშვილმა ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს გააცნო, მისი სახელი საჭადრაკო სამყაროში დღემდე ხმამაღლა ისმის, რაც ჩვენთვის, მისი გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა.
დღეგრძელობას ვუსურვებ ქალბატონ ნონას, ჯანმრთელობა და მხნეობა არ მოჰკლებოდეს ამ მართლაც დიდ პიროვნებასა და უდიდეს პატრიოტს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოს მიუძღვნა”,- აღნიშნავს პრემიერი.