„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, კომპანია „აგროქართლმა“ თბილისში ახალი შოურუმი გახსნა

„საქართველოს ბანკთან“ პარტნიორობით, კომპანია „აგროქართლმა“ თბილისში ახალი შოურუმი გახსნა.

ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ როგორც ბიზნესის მხარდამჭერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრო მიმართულებით პროექტებს აქტიურად ახორციელებს.

„საქართველოს ბანკთან პარტნიორობით კომპანია „აგროქართლმა“, რომელიც მომხმარებლებს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს სთავაზობს, თბილისში ახალი შოურუმი გახსნა. შოურუმი 1 000 კვ.მ ფართობზე მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 2.5 მილიონი აშშ დოლარია. ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

„აგროქართლი“ ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა. კომპანია უკვე წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონშია წარმოდგენილი. ის ფარავს, როგორც კახეთს, ასევე, შიდა და ქვემო ქართლს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, იმერეთს, სამცხე-ჯავახეთს, გურიას და ახლა უკვე თბილისსაც“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკთან“ ოთხი წელია ვთანამშრომლობთ და მათთან ერთად არაერთი წარმატებული პროექტი განვახორციელეთ. სწორედ ამიტომ, კვლავ ვაგრძელებთ პარტნიორობას და გვიხარია, რომ მათი დახმარებით ახალი შოურუმის გახსნა თბილისშიც შევძელით. მომხმარებლებს ჩვენს მაღაზიებში შეუძლიათ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა. რაც შეეხება ახალ შოურუმს - წარმოდგენილია მცენარეთა დაცვის ყველა ის საშუალება, რომელიც ფერმერს მოსავლის დაცვისთვის სჭირდება, ასევე არის ბოსტნეულისა და ბაღჩეული კულტურების ფართო არჩევანი“,- აღნიშნავს კომპანია „აგროქართლის“ დამფუძნებელი, გოგა სიმონიშვილი.

როგორც „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის უფროსი, გიორგი წეროძე განმარტავს, აღნიშნული პროექტი ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტების წახალისებისკენ, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული.

„საქართველოს ბანკი“ კვლავ აგრძელებს აგრო მიმართულებით პროექტების დაფინანსებას. აღნიშნული პროექტი ერთი მხრივ მნიშვნელოვანია ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულების პროექტების წახალისებისკენ, მეორე მხრივ კი, ქვეყანაში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენაა მიმართული. კომპანია საქმიანობას წლებია წარმატებით ართმევს თავს. ის სოფლის მეურნეობის სექტორში 22-წლიანი გამოცდილების მქონე შვეიცარიულ კომპანია SYNGETA-სთან თანამშრომლობს, რაც მათ წარმატებულ საქმიანობას უსვამს ხაზს“, - აღნიშნავს გიორგი წეროძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს