შალვა პაპუაშვილი - ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში

დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედია სივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა.

,,დღეს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1993 წელს დააწესა. ამ დღემ ყველას უნდა შეგვახსენოს მედიის თავისუფლების და მისი დემოკრატიული ხასიათის მნიშვნელობა.

,,ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შეძლო საქართველოში თავისუფალი მედია სივრცის შექმნა და ჟურნალისტის პროფესიას ღირსეული განვითარების შესაძლებლობა მისცა.

ინფორმაციის სწრაფი და ობიექტური გავრცელება მნიშვნელოვნად განაპირობებს ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას და ქვეყნის პროგრესს. ჟურნალისტის პროფესია არის უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომლის გარეშე ჩვენც ვერ შევძლებდით საკუთარი სათქმელის მიტანას მოქალაქეებამდე.

ვულოცავ ყველა ჟურნალისტს და მედიაში ჩართულ პირს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ პროფესიას და ქვეყანას და თავისი წვლილი შეაქვს ქართული დემოკრატიის განმტკიცებაში,” - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო