მედიაომბუდსმენი 2-9 მარტის პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების აღწერისა და სამართლებრივი შეფასების პირველად ანგარიშს „არა რუსულ კანონს“ აქვეყნებს

მედიაომბუდსმენი 2 - 9 მარტის პერიოდში ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების აღწერისა და სამართლებრივი შეფასების პირველად ანგარიშს „არა რუსულ კანონს" აქვეყნებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ანგარიში მათ შორის ეყრდნობა მიმდინარე გამოძიების მასალებს.

„რუსული კანონის” მიღების იდეის შემდეგ კიდევ ერთხელ გახდა მკაფიო ხელისუფლების ნება და გამოხატვის თავისუფლების საფრთხეები საქართველოში. ჟურნალისტებსა და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში ყოველთვის ემუქრებათ საფრთხე. საგანგაშოა, რომ მედიის წარმომადგენლებზე სწორედ სამართალდამცველები ძალადობდნენ. 2023 წლის 2 - 9 მარტის პერიოდებში მედიის წარმომადგენლებს სამართალდამცველები ხელს უშლიდნენ ჟურნალისტურ საქმიანობაში. ისინი იყენებდნენ ისეთ ძალადობრივ მეთოდებს, როგორიცაა: წიწაკის სპრეის სახეში შესხმა, წყლის ჭავლის დამიზნება, გაზის კაფსულების დამიზნებით სროლა, ფიზიკური შეურაცხყოფა (ქამრებით გათრევა, სქროლის სროლა, ჩარტყმა თავის არეში, მხარზე კამერით მომუშავე ოპერატორების ცემა ზურგის არეში, წიხლის ჩარტყმა), სიტყვიერი შეურაცხყოფა (გინება, დამამცირებელი მიმართვა, ძალადობის მუქარა), კამერაზე ხელის აფარება, იძულებით გაყვანა გადაღების ადგილიდან, პარლამენტის შენობიდან გაგდება და სხვა. მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევა დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტის შენობაშიც. დარღვევის ამ ფაქტებს სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია. საგამოძიებო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი შეეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტების დაზუსტებას და ამ მიზნით გამოთხოვილია როგორც ინციდენტების ადგილების გარე კამერების ჩანაწერები, ისე 11 სატელევიზიო მაუწყებლის უწყვეტ რეჟიმში გადაღებული კადრები. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველები ჯერჯერობით არ არიან გამოკითხულები”, - ნათქვამია ანგარიშში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო