გრიგოლ გეგელია - კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო დღითი დღე შორდება ევროპულ ბაზარს და უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ და დსთ-ს სივრცეზე - ეს არის საქართველოს საგარეო ვაჭრობის კრახი

პარტია „ლელოს“ წევრის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ევროპარლამენტის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგს შეეხება, მოწმობს იმას, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზე სულ უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება.

როგორც გეგელიამ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, ქვეყნის ეკონომიკა კრახს განიცდის, რაც თითოეულ ადამიანს ძვირი უჯდება.

"ეს არის საქართველოს საგარეო ვაჭრობის კრახი. კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო დღითი დღე შორდება ევროპულ ბაზარს და ხდება კიდევ უფრო დამოკიდებული რუსულ და დსთ-ს სივრცეზე. ჩატარებული კვლევა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგს შეეხება, უკვე ოფიციალურად გამოქვეყნდა ევროპარლამენტის არხებით. ეს კვლევა კიდევ ერთი ეკონომიკური დადასტურებაა "ქართული ოცნების" მიერ წარმოებული პრორუსული პოლიტიკის. რიცხვები არასდროს ტყუიან. კვლევის თანახმად, 2016-2022 წლებში მკვეთრად შემცირდა ევროკავშირში საქართველოდან გატანილი საერთო პროდუქციის ჯამური ექსპორტის წილი, 2016 წელს იგი შეადგენდა 27%-ს, ხოლო 22 წელს 15%-ს. ზრდის ნაცვლად, საერთო მაჩვენებელში 12% კლება გვაქვს. სერიოზული ვარდნა გვაქვს კონკრეტული მიმართულებებითაც, მაგალითად, საგრძნობლად შემცირდა ევროკავშირში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი. 2016 წელს იგი შეადგენდა 31%-ს, ხოლო 2022 წელს 14%-ს. აქაც მაჩვენებლები ფაქტობრივად, განახევრებულია. იმის მაგივრად, რომ საქართველო იყენებდეს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის უნიკალურ შესაძლებლობას და ქართველ გლეხს ეძლეოდეს საშუალება, აითვისოს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მომგებიანი ბაზარი, ჩვენი ვაჭრობის მაჩვენებლები სულ უკან და უკან მიდის. სამაგიეროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში პარალელურად, იზრდებოდა რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პროპორცია, რომელიც 2016 წელს შეადგენდა 47%-ს, ხოლო 2022 წელს 73%-ს. შესაბამისად, 2016-2022 წწ-ში ორჯერ შემცირდა ევროკავშირის სახელმწიფოებში განხორციელებული ექსპორტის რაოდენობა და ზუსტად 2-ჯერ გაიზარდა დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რაოდენობა. კვლევაში კიდევ ერთი საგანგაშო მაჩვენებელია, რაზეც "ლელოს" არაერთხელ უსაუბრია. კერძოდ, კრიტიკულად შემცირებულია სავაჭრო დივერსიფიკაციის მაჩვენებელი. ძირითადი საექსპორტო საქონლის მთავარი ბაზარი კი რუსეთია, რომელზეც "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველო სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ეკონომიკური, ენერგეტიკული თუ პოლიტიკური თვალსაზრისით", - განაცხადა გეგელიამ.

მისი თქმით, საქართველო შორდება ევროპულ სივრცეს და უახლოვდება რუსეთსა და დსთ-ს.

"ხელისუფლების არაეფექტური პოლიტიკის გამო, საქართველოს არ გამოუყენებია ის უნიკალური შესაძლებლობები, რომელსაც ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის ხელშეკრულება გულისხმობს. საგარეო ვაჭრობის კრახი ძალიან ძვირი უჯდება თითოეულ ქართველ გლეხს, მეწარმეებს და ქართულ ეკონომიკას", - განაცხადა გეგელიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა