ფრიდონ ინჯია - მოვამზადებთ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას - პროპაგანდაა, რომ გამოდიხარ დროშებით და დარბიხარ

მოვამზადებთ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას - პროპაგანდაა, რომ გამოდიხარ დროშებით და დარბიხარ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ განაცხადა.

კითხვაზე, ექნება თუ არა სახელმწიფოს ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული აქციის დაშლის უფლება, ინჯია აცხადებს - "კანონის ფარგლებში."

მისივე თქმით, დაახლოებით 7 კანონპროექტია იმ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რომელიც ორგანიზატორებმა უცნობის აქციაზე დააყენეს. მისივე თქმით, კანონპროექტებს არ სჭირდება ბევრი მუშაობა, თითქმის მზად არის და 10 დღის ვადაში შემოიტანს.

"მოთხოვნები უკვე გავაჟღერე. ეს დაახლოებით 8 მოთხოვნაა, რომელიც საზოგადოებამ დააყენა. ესაა მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა, რომ ხელფასები არაა საკმარისი, რათა საზოგადოებამ ღირსეულად იცხოვროს,

ასევე, ლგბ თემა. მე მოვამზადებ კანონპროექტს, რომელიც შეზღუდავს ლგბტ პროპაგანდას. ეს ლგბტ პროპაგანდა ანგრევს საქართველოს, ქართულ ოჯახს, სახელმწიფოს, მოქმედებს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, მიუღებელია ქართველი კაცის მენტალიტეტისთვის. ეს ადამიანის საქმეა, რა ორიენტაციის იქნება, მაგრამ ამის პროპაგანდა მიუღებელია ქართული სახელმწიფოსთვის. პროპაგანდაა, რომ გამოდიხარ დროშებით და დარბიხარ, ამას უყურებენ ბავშვები, მოზარდი, მოსახლეობა, ეს არის მიუღებელი ქართველი ხალხისთვის," - განაცხადა ინჯიამ.

ინჯია აცხადებს, რომ ამ საკითხებზე არავითარი კომუნიკაცია "ქართულ ოცნებასთან" არ ჰქონია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა