POLITICO –კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, კიევი საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებისგან მალავს

კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, კიევი საგაზაფხულო კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებისგან მალავს.

ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO საკუთარ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინელები კონტრშეტევის შესახებ ინფორმაციის დამალვის ერთ-ერთ მიზეზად გასულ თვეს, მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების სადაზვერვო განყოფილების თანამშრომლის, ჯეკ ტეიშეირის მიერ საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას ასახელებს.

POLITICO-ს ცნობით, აღნიშნული დოკუმენტი დეტალურ ინფორმაციას შეიცავდა უკრაინის ომის შესახებ, მათ შორის ინფორმაციას უკრაინის ჯარების პოზიციებისა და საბრძოლო ტექნიკის მარაგების შესახებ.

უკრაინელმა დეპუტატმა, რომელიც გამოცემას ანონიმურობის პირობის დაცვით ესაუბრა, აღნიშნა, რომ „ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც იცის კონტრშეტევის გეგმა“.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს