ირაკლი ზარქუა - მომწონს თუ არ მომწონს, არ აქვს მნიშვნელობა, ანტიდისკრიმინაციული კანონი ფუნქციონირებს - ოპოზიციონერ რადიკალებს ახლა უნდათ ლგბტ თემზე დაყრდნობით დაძაბულობა შემოიტანონ

მომწონს თუ არ მომწონს, არ აქვს მნიშვნელობა, ანტიდისკრიმინაციული კანონი ფუნქციონირებს - ოპოზიციონერ რადიკალებს ახლა უნდათ ლგბტ-ზე დაყრდნობით დაძაბულობის თემა შემოიტანონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი შეფასებით, „უცნობის“ ორგანიზებულ აქციაზე არაფერი განსაკუთრებული არ თქმულა და თუ რაიმე კანონპროექტები იქნება წარმოდგენილი, გაეცნობა.

„იქ შეიკრიბა ხალხი და ეს აპოლიტიკური იყო, რადგან რომელიმე პარტიის დაორგანიზებული არ ყოფილა და ითქვა, რომ მშვიდობა არის საქართველოს არჩევანი და დიახ, ასეა! ითქვა, რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს და გამოითქვა ვარაუდი, რომ არიან გარკვეული ჯგუფები, ვინც მავნებლობენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და მე მგონია, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ამის იქით თუ რამე ინიციატივა იქნება კანონპროექტების სახით, გავეცნობით და მერე გავაკეთებთ კომენტარს. მომწონს თუ არ მომწონს, ჩვენი მმართველობის დროს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს მხარი დაუჭირა და დღეს მოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუ სადმე არის გადამეტება, ეს არის კრიმინალი და ამაზე რეაგირებენ შესაბამისად. ამის იქით, ეს არის მცდელობა საზოგადოებაში დაძაბულობა შემოიტანო, რაღაც არასწორი ნაბიჯი გადადგა და ამით ქაოსი შემოიტანო. ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც მუშაობს, ანტიდისკრიმინაციული კანონი, მომწონს არ მომწონს არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფუნქციონირებს, მეტი სხვა არ არის საჭირო, რადიკალები ცდილობენ ქაოსში შეიყვანონ ქვეყანა, ეს ხელმოცარულები არიან, ერთი, მეორე, მესამე ტალღა რომ ვერ გააკეთეს არეულობის და ახლა უნდათ ლგბტ-ზე დაყრდნობით დაძაბულობის თემა შემოიტანონ, რომ მერე ევროკომისიამ თქვას, რომ თქვენ 11 პუნქტი კი შეასრულეთ, მაგრამ დაძაბულობა გაქვთ”, - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ „უცნობის“ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარლამენტში დაახლოებით, 7 კანონპროექტს შემოუტანს, რომელთა შორის ერთ-ერთი ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეეხება.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს