NDI-ის კვლევის მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია

გასულ წელთან შედარებით, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატიულია, - ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე, თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია, 39-მა პროცენტმა დადებითი პასუხი გასცა, 42-მა უარყოფითი, ხოლო 17-მა აღნიშნა, რომ არ იცის.
როგორც კვლევაშია ნათქვამი, პასუხები სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფის მიხედვით არ განსხვავდება.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ მათი წილი, ვინც საქართველოს დემოკრატიულ ქვეყნად მიიჩნევს, ყველაზე მეტად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და თბილისის მოსახლეობას შორის გაიზარდა.
ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

























