საპარტნიორო ფონდი საქართველოს განვითარების ფონდით შეიცვლება

„სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. მთავრობის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, წარმოდგენილი ცვლილებები დღევანდელ გამოწვევებს ეხმიანება და საპარტნიორო ფონდის კორპორატიულ რეორგანიზაციას შეეხება.

„ძირითადი და მნიშვნელოვანი ცვლილებაა ის, რომ სახელწოდება იცვლება და ახალი შემოთავაზებით - საქართველოს განვითარების ფონდი დაერქმევა და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც დღეს მთავრობის წევრებისგან არის დაკომპლექტებული, საბჭოში აღარ იქნება და იგი ახალი დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

„სააქციო საზოგადოება-საპარტნიორო ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პარლამენტმა 77 ხმით მიიღო.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს