„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრის განცხადებით, ოზურგეთის საბავშვო ბაღების შენობები სავალალო მდგომარეობაშია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრის განცხადებით, ოზურგეთის საბავშვო ბაღების შენობები სავალალო მდგომარეობაშია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს წევრის, თათია ნიკოლაიშვილის განცხადებით, ოზურგეთის საბავშვო ბაღების შენობები სავალალო მდგომარეობაშია.

საკრებულოს დეპუტატი მიმართავს ოზურგეთის მერს, ავთანდილ თალაკვაძეს, რომ დაინტერესდეს და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, რადგან, მისივე შეფასებით, ბავშვების ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე დგას.

„მინდა გაჩვენოთ რა უმძიმესი მდგომარეობა არის ოზურგეთის ბაღებში. სამწუხაროდ, ოზურგეთს ჰყავს ქურდი, კორუმპირებული მერი, რომელსაც საკუთარი და მისი გარემოცვის ჯიბეების გასქელებაზე ზრუნავს და ასეთი უმძიმესი მდგომარეობაა ოზურგეთის ბაღებში. მაგალითად, გურიანთის საბავშვო ბაღი, სადაც ჭერი წლებია ჩამონგრეულია, წყალი ჩამოდის, მეორე სართული ფაქტობრივად მთლიანად არის განადგურებული, რადგან წლებია არ შეუკეთებიათ, სადაც ბავშვების საძინებლები იყო განლაგებული, 36 აღსაზრდელი არის ამ ბაღში და ორი საწოლი აქვთ. ბავშვებს, ფაქტობრივად, მონაცვლეობით აძინებენ ან ფეხზე სძინავთ.

ეს არის მაგალითად, კონჭკათის საბავშვო ბაღი, რომელიც არის განთავსებული ჩვეულებრივად საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის ძველი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ფანჯრები ჩამსხვრეული, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ბავშვებისთვის არის საფრთხის შემცველი, ასევე მერიის საბავშვო ბაღი, რომელიც განთავსებულია გამგეობის შენობის ნაწილში და ამ ყველა ბაღში არის სანიტარულად ძალიან მძიმე მდგომარეობა, ასევე 21-ე საუკუნეში ღუმელებით თბებიან ბავშვები და მერიის დოკუმენტაციაში თვითონაც წერენ, რომ ნახევარი ოზურგეთის ბაღების არის მძიმე მდგომარეობაში და სარეაბილიტაციო, მაგრამ ბატონ ავთანდილს სამწუხაროდ, არც ამ ბავშვების მდგომარეობა ადარდებს, არც მათი მშობლების საზრუნავი და არც იმ პერსონალის, რომლებსაც უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. სამწუხაროდ, პერსონალზე ცალკე მიდის ზეწოლა, რომ არ ისაუბრონ იმ პრობლემებზე და იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რაც არის ბაღებში, სუს-ს უგზავნიან, აშანტაჟებენ, რომ ხმა არ ამოიღონ.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თბილისელი მერი გვყავს, მინდა რომ ტელევიზიის საშუალებით მივმართო ბატონ ავთანდილს, დაინტერესდეს და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება, რადგან ბავშვების ჯანმრთელობა, ბავშვები ფიზიკური მდგომარეობა საფრთხის წინაშე დგას,“ - განაცხადა თათია ნიკოლაიშვილმა ბრიფინგზე.