ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს შეხვდა

ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, ტურიზმის მინისტრს ჰაიმ კაცს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა „შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“.