მამუკა მდინარაძე "ლგბტ პროპაგანდის" შეზღუდვის ინიციატივაზე - „ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება - შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, ხელისუფლება არ გეგმავს ისეთი კანონპროექტის მიღებას, რომელიც ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას შეეხება. მდინარაძემ „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტის დაინიცირებას გეგმავს, რაც მათ შორის, "ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვას გულისხმობს.

როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი კანონპროექტის მიღება პირველ რიგში, სამართლებრივი მოსაზრების გამო არ განიხილება და მეორე, „შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი“.

„ქართულ ოცნებაში“ ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება და ამას აქვს თავისი არგუმენტები. პირველი, სამართლებრივი მოსაზრებების გამო არ განიხილება. მეორე არის პრაგმატული არგუმენტი, რომ ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომელიც ამაზე აგებენ მთელ თავის ნარატივს. მესამე, პირადად და დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდის ბევრ წევრს მიაჩნია, რომ არაჯანსაღ პროპაგანდას უნდა დავუპირისპიროთ ჯანსაღი პროპაგანდა და არა სამართლებრივი მექანიზმები, რომელთანაც შეიძლება მერე გარკვეული პრეტენზიები გაჩნდეს. მერე შეიძლება ვიღაც მართალი აღმოჩნდეს ან არა. პროპაგანდის თვალსაზრისით თუ ვსაუბრობთ, არაჯანსაღ პროპაგანდას ჯანსაღი პროპაგანდა სჯობს დაუპირისპირდეს. სამართლებრივი მოსაზრებებით ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს არის მისაღები. მესამე, შეიძლება ამან უფრო მეტად დაასხას რადიკალების წისქვილზე წყალი და ამიტომ, ჩვენთან ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება“,-განაცხადა მდინარაძემ.

მისი განმარტებით, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს.

“ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, მისი „კლასტერი“ და მისი ტელევიზიები ძალიან შეშფოთდნენ ამ თემის გამო და მინდა დაგაწყნაროთ, ასეთი კანონპროექტის მიღება არ განიხილება სამართლებრივი მოსაზრებების გამო. იმის გამო, რომ თქვენ, რადიკალური ძალები ამით პირიქით ისარგებლებთ. აბსოლუტურად სხვა რამეა ადამიანების, ნებისმიერი ჯგუფის უფლების დაცვა, რასაც განუხრელად მისდევს ჩვენი ქვეყანა, არაერთი კანონია ამასთან დაკავშირებით მიღებული და არ დავუშვებთ, რომ რომელიმე ჯგუფის ინტერესები და უფლებები დაირღვეს. ამისგან რა თქმა უნდა, უნდა გავმიჯნოთ ლგბტ პროპაგანდა“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ის უახლოეს დღეებში კანონპროექტების პაკეტის დაინიცირებას გეგმავს, რომელიც მათ შორის, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას გულისხმობს. როგორც ინჯიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კანონპროექტების პაკეტში ასახული იქნება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც 30 აპრილის აქციაზე ზაზა პაპუაშვილმა გააჟღერა.

გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია