კრისტიან პეტრი - გზა ევროპისკენ - ამაში უნდა მონაწილეობდეს ყველა, იქნება ეს მოსახლეობა, მთავრობა თუ პარლამენტი, ძალიან იშვიათია სიტუაცია, რომ ამ გზაზე წარმატება ერთის დამსახურება იყოს

ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპულად აზროვნებს და მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრმა კრისტიან პეტრიმ ჟურნალისტებთან, საქართველოს პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კომიტეტის წევრებთან 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხი განიხილეს და ამის შემდეგ გერმანიის ბუნდესტაგში, ევროპის საკითხთა კომიტეტში გამართავენ დებატებს საქართველოს საკითხზე.

„შევხვდით ჩვენ კოლეგებს ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტში და მოვისმინეთ შეფასებები, რომელიც გვაინტერესებდა იმ 12 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს მისცა. განვიხილეთ სხვადასხვა კრიტიკული საკითხი რაც შეეხება დეპოლარიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამ შთაბეჭდილებებით გავემგზავრებით გერმანიაში და გავმართავთ დებატებს ჩვენს კომიტეტში, შემდეგ მივცემთ რჩევებს გერმანიის მთავრობას გადაწყვეტილების მიღების ფაზაში. მე პირადად ვისურვებ, რომ რამდენიმე წელში ჩვენი ევროპული ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირისკენ მიეცეთ ამის შესაძლებლობა. მოხარული ვარ, რომ დღეს შევხვდი კოლეგებს და ძალიან კარგი ინფორმაცია გავცვალეთ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპულად აზროვნებს და მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გარდა იმ ფაქტორებისა, რასაც წარმოადგენს მთავრობა, ეკონომიკა თუ საზოგადოებრივი ცხოვრება“, - განაცხადა კრისტიან პეტრიმ.

კრისტიან პეტრიმ ასევე შეაფასა ვიოლა ფონ კრამონის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება და არა მთავრობის. როგორც პეტრიმ აღნიშნა, გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის წევრის პასუხია, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში უნდა მონაწილეობდეს ყველა, როგორც მოსახლეობა, ასევე პარლამენტი და მთავრობა.

„გზა ევროპისკენ - ამაში უნდა მონაწილეობდეს ყველა, იქნება ეს მოსახლეობა, მთავრობა თუ პარლამენტი. მთავარი ის არის, რომ მოსახლეობას აქვს სურვილი, პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი რეგულაციები, ნორმები და რა თქმა უნდა, სამივე კომპონენტი არის მნიშვნელოვანი, მთავრობა, მოსახლეობა და პარლამენტი. ძალიან იშვიათია ის სიტუაცია, რომ ერთის დამსახურება იყოს ამ გზაზე წარმატება”, - განაცხადა კრისტიან პეტრიმ.

საქართველოს პარლამენტში გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. მათ უკვე გამართეს შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო