თეონა აქუბარდია „ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე - ეს იქნება მორიგი ანტიდასავლური ქმედება

მსგავსი კანონპროექტის დაინიცირება იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებამ შექმნას მნიშვნელოვანი ბარიერი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და ეს იქნება მორიგი ანტიდასავლური ქმედება, - ასე ეხმიანება „ლგბტ პროპაგანდის" აკრძალვის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივას ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა აქუბარდია.

მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი რუსული კანონის სახით პარლამენტში ერთხელ უკვე იყო და ნებისმიერი ახალი მსგავსი გამოგონება ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლების შექმნის.

"სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა პარლამენტში პრეცედენტი, როცა ხელოვნურად შეიქმნა ისეთი დისკუსია და ისეთი ინიციატივა "ქართული ოცნების" მხრიდან, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი ბარიერი ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე, ვგულისხმობ რუსულ კანონს. მაშინ მოსახლეობის მძაფრმა პროტესტმა დაახევინა ხელისუფლებას უკან. იმ შემთხვევაში, თუ იქნება ეს ფრიდონ ინჯიას, "ალტ - ინფოს" თუ სხვა ჯგუფების მხრიდან, მოხდება მსგავსი კანონპროექტის დაინიცირება, ეს იქნება დამატებითი ინსტრუმენტი, რომ ხელისუფლებამ შექმნას მნიშვნელოვანი ბარიერი კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე და ეს იქნება მორიგი ანტიდასავლური არამხოლოდ გზავნილი, არამედ მოქმედება, რამდენადაც ეს გააძლიერებს კრემლის პოზიციებს და შეასუსტებს საქართველოს სუვერენულ არჩევანს იყოს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი", - განაცხადა აქუბარდიამ.

ამასთან, აქუბარდია ესწრებოდა გერმანიის ბუნდესტაგის ევროპის საკითხთა კომიტეტის დელეგაციასთან ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრების შეხვედრას, სადაც როგორც თავად ამბობს, რუსული კანონის საკითხი არ წამოუწევიათ, თუმცა, ისაუბრეს საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომლის შექმნასაც, აქუბარდიას თქმით, ხელისუფლება ხელს უშლის. ასევე, მისი თქმით, საუბარი შეეხო 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო