ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ნიკა გვარამია! - ამ მოწოდებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ წევრები აქციას მართავენ.

აქციაზე მყოფები პრეზიდენტს მიმართავენ, რომ შეწყალების უფლების გამოყენებით ნიკა გვარამია პატიმრობიდან გაათავისუფლოს. აქციაზე იმყოფება და მოთხოვნას უერთდება გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, თომას ჰაკერი.

„ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, პოლიტიკოს, გედევან ფოფხაძის თქმით, გვარამიას გათავისუფლების ბერკეტი ახლა სალომე ზურაბიშვილის ხელშია.

„თუ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორც უკანონო პატიმარი არ მიაჩნია თავის ყურადღების ღირსად, მაშინ ევროპულ რიტორიკასაც თავი უნდა დაანებოს, იმიტომ, რომ ნიკას საპყრობილის გასაღები მის ჯიბეშია. ის ნიკას არ ათავისუფლებს და გაუგებარია, რით აპირებს 31 მაისს ევროპარლამენტარებთან სალაპარაკოდ წავიდეს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ნიკა გვარამიას გათავისუფლების აუცილებლობაზე ისაუბრა „ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის“ კიდევ ერთმა წევრმა და ასევე პოლიტიკოსმა სერგი კაპანაძემ. მისი თქმით, ფაქტია, რომ ნიკა გვარამიას თემა ერთ-ერთი სერიოზული თემაა, რომელიც უნდა გადაიჭრას იმისთვის, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია დაჩქარდეს.

მისი თქმით, ამის გარეშე საქართველოს პროგრესი არ ექნება, რასაც პარტნიორებიც ხედავენ.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი სილამაზის და თავის მოვლის ბრენდების პროდუქციაზე
„რატომაც ვანდობთ ამ სკოლას ჩვენთვის უძვირფასესს - შვილებს, ნათია ჯანაშიამ შექმნა“ – მშობლები ბრიტანულ–ქართული აკადემიის დირექტორს მხარს უჭერენ
Bist-ის თანამშრომლების განცხადება
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა