ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სანქციები აუცილებლად გაგრძელდება, რომელიც  მაღალი თანამდებობის პირებს შეეხება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სანქციები აუცილებლად გაგრძელდება, რომელიც მაღალი თანამდებობის პირებს შეეხება.

„მე ვფიქრობ, რომ სანქციები აუცილებლად გაგრძელდება. როცა ოთხი მოსამართლე დასანქცირდა იქ საუბარი იყო, კორუფცია აღებ-მიცემობაზე, ღამის ზარებზე. ამერიკელებს არ უთქვამთ, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძე ერთმანეთში საუბრობდა, ესე იგი, ამ ადამიანებს სხვა ზემდგომები ურეკავდნენ, მე ვგულისხმობ, მაღალი თანამდებობის პირებს. შესაძლოა, ესენი იყვნენ პროკურორები, უმრავლესობის ლიდერები, შესაძლოა, ეს იყოს ირაკლი კობახიძე, მდინარაძე ან თუნდაც სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილი ან ძალოვანი უწყების და "ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირები. ცხადია, ბუნებრივ კალაპოტში რომ ჩადგეს, ეს სანქციები გაგრძელდება და კონკრეტულ სხვა მაღალი თანამდებობის პირებს „რუსული ოცნებიდან“ აუცილებლად შეეხება. რაც შეეხება პარლამენტში პროცესს, ჩვენ ვხედავთ, რომ ანტიკონსტიტუციური ქმედებებით არის დაკავებული რუსული ოცნება. კონსტიტუციაში რომ წერია კომისიის შექმნა შეუძლია ოპოზიციას, აი, ამის შესაძლებლობას არ აძლევენ. ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, ისინი ჩადიან კონკრეტულ დანაშაულს. როგორც კი, ხელისუფლებაში არ იქნებიან ყველა ამ დანაშაულიდან დაწყებული რუსული კანონის ხელმოწერით და გაგრძელებული ანტიკონსტიტუციური მოქმედებებით, მოუწევთ პასუხისგება. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა
კერძო სკოლა „ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში“ აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა