ჯეიმს აპატურაი - ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებულ იქნას ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა

ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებულ უნდა იქნას ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველო არის და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავუწიოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აქვთ თუ არა ნატოში კითხვის ნიშნები საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ დახმარებასთან დაკავშირებით და ჰქონდა თუ არა აღნიშნულ საკითხზე საუბარი ქართველ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო გაგებით ეკიდება იმ უნიკალურ და რთულ ვითარებას, რომელშიც საქართველოა განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც რუსული ჯარი დედაქალაქიდან არც თუ ისე შორს დგას, თუმცა ასევე აღიარებს, რომ უკრაინის გამარჯვება საქართველოს უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„ჩვენ განვიხილეთ მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო უწევს უკრაინას და უკრაინელებს. პარლამენტში დელეგაციამ, რომელსაც მე შევხვდი, ჩამოგვითვალა ბევრი ის ნაბიჯი, რომელსაც საქართველო დგამს უკრაინის დასახმარებლად, მათ შორის, პოლიტიკურად. ამ კონტექსტში საუბარია, მაგალითად, ყველა პოლიტიკურ დეკლარაციაზე, მათ შორის, ზოგიერთი მათგანის თანადაფინანსებაზე. ასევე, მოგვაწოდეს ინფორმაცია უკრაინელების მიღებაზე, რომ რამდენიმე ათასი უკრაინელია ახლა საქართველოში და საქართველოს ხელისუფლება აწვდის მათ შვილებს განათლებას უკრაინულ ენაზე. როგორც მე ვიცი, უკრაინამ, ასევე, მიიღო რამდენიმე ათეული გენერატორი საქართველოსგან.

ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველო არის უნიკალურ და რთულ ვითარებაში, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რუსული ჯარები არც თუ ისე შორსაა საქართველოს დედაქალაქიდან. საგულისხმოა რუსეთის დამაშინებელი პოზიცია, როცა საქმე ეხება ღია კარის პოლიტიკასა და საქართველოს მისწრაფებას შეუერთდეს ნატოს. ცალსახად ვაღიარებთ პოზიციის სენსიტიურობას, რომელშიც საქართველო ხედავს საკუთარ თავს. ასევე, საკითხია ის, რომ ბევრი ქვეყანა, რომელიც ემეზობლება რუსეთს ან მისგან მოშორებითაა, საკუთარ თავს ხედავს რთულ, შესაძლოა განსხვავებულ, მაგრამ ასევე რთულ ვითარებაში და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც მათ შესაძლებლობებშია, უკრაინის დასახმარებლად. რა თქმა უნდა, ყურადღება უნდა გამახვილდეს და გაგებულ უნდა იქნას ის რთული ვითარება, რომელშიც საქართველოა და საჭიროება, რომ ვითარება არ გაუარესდეს ქართველებისთვის, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივაწოდოთ უკრაინას მაქსიმალური მხარდაჭერა, მაშინაც კი, როდესაც ეს არის გამოწვევებით სავსე და რთული რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. საკვანძოა, რომ უკრაინა არა მხოლოდ არ დამარცხდეს ამ ომში, არამედ მან გაიმარჯვოს, რადგან თუ უკრაინა დამარცხდება, უსაფრთხოების საკითხები საქართველოსთვის იქნება უკიდურესად რთული და ასევე, ყველა დანარჩენი ჩვენგანისთვის“,- განაცხადა აპატურაიმ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო