ჯეიმს აპატურაი - პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს

ჯეიმს აპატურაი - პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს

მართალია, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების ნახვა სურთ, მათ სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების საკითხებში, ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

როგორც აპატურაიმ განმარტა, პოლიტიკური პოლარიზაცია ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს, რაც შეშფოთების მიზეზია.

“საბოლოო ჯამში საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს მოკავშირეების გადაწყვეტილება იყო. მანამდე, სრულიად სიმართლეა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ახლო ქვეყანაა ალიანსისთვის. ვფიქრობ, ჯერ კიდევ სიმართლეა, რომ ნატოს ფარგლებს გარეთ ქვეყანა არ არსებობს, რომელშიც ნატოს წარმომადგენლობა, ფიზიკური წარმომადგენლობა, უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოში… პოლიტიკურ დონეზე არა მგონია, ნატოს რომელიმე სხვა ქვეყანასთან უფრო ღრმა პრაქტიკული თანამშრომლობა ჰქონდეს…

სიმართლეა, რომ მოკავშირეებს საქართველოში ნათელი რეფორმების იმპლემენტაციის ნახვა სურთ, ჩვენ ჩამოვთვალეთ ეს რეფორმებია. მათ [მოკავშირეებს] სჭირდებათ, რომ პოლიტიკური პოლარიზაციის მხრივ გაუმჯობესება ნახონ, მათ შორის იმიტომ, რომ იგი ზოგიერთ არსებითი მნიშვნელობის რეფორმას აფერხებს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს შეშფოთების მთავარი მიზეზია, მაგრამ გაცილებით მეტი რამ არსებობს რისი გაკეთებაც ერთად შეგვიძლია უსაფრთხოების მხრივ ვითარების ცვლილების პარალელურად”, - განაცხადა აპატურაიმ.