ჯეიმს აპატურაიმ და ირაკლი ბერაიამ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები საქართველოში ვიზიტად მყოფ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს აპატურაის შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ალიანსის მხრიდან საქართველოს მიმართ პრაქტიკული მხარდაჭერის შემდგომ გაძლიერებაზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწესთან შეხვედრას კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, ხატია წილოსანი, ჰერმან საბო, ალექსანდრე ელისაშვილი, ალექსანდრე მოწერელია და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვინნიკოვი დაესწრნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო