ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული ქართულ ენაზე გამოიცა

იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

„საქპატენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კრებული ქართულ ენაზე გამოიცა საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ინტელექტუალური საკუთრების შესახებ (EUGIPP) ფარგლებში.

მათივე ცნობით, ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის საერთო სასამართლოს (GCEU), ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა (CJEU) და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების ( EUIPO) სააპელაციო საბჭოს (BOA) გადაწყვეტილებების საფუძველზე.

„კრებულის გამოცემას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ. EUGIPP პროექტის ფარგლებში გამართულ ამ ღონისძიებებზე ქართველი და ევროპელი მოსამართლეები განიხილავდნენ ევროპაში ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით გახმაურებულ საქმეებს. ევროპელი კოლეგების პრაქტიკა და გამოცდილება გაიზიარეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის სააპელაციო და საქალაქო, ასევე ქუთაისის სასამართლოს მოსამართლეებმა.

3 მაისს, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე, „საქპატენტის“ თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ სკოლის ხელმძღვანელობასა და მოსამართლეებს საჩუქრად კრებულის 50 ეგზემპლარი გადასცა.

ღონისძიებას „საქპატენტის“ თავმჯდომარესთან ერთად ესწრებოდნენ EUIPO-ს ინსტიტუციური და თანამშრომლობის სამსახურის დირექტორი სანდრის ლაგანოვსკისი, EUIPO-ს საერთაშორისო თანამშრომლობის სამსახურის უფროსი იგნასიო დე მედრანო, EUGIPP პროექტის ხელმძღვანელი მარტინ მარიანოვი, ასევე „საქპატენტისა“ და იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლები და საერთო სასამართლოს მოსამართლეები.

EUGIPP არის ევროკავშირისა და საქართველოს პროექტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, რომელიც 2020 წლიდან მიმდინარეობს. პროექტს ერთობლივად ახორციელებენ EUIPO და „საქპატენტი“. მისი მიზანია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერა, საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოება. პროექტი მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია