ბუნებრივი ღვინის ფესტივალის  ZERO COMPROMISE  ფარგლებში თბილისს მსოფლიოში ცნობილი ჟურნალისტები  და სომელიეები ესტუმრებიან

5 და 6 მაისს, თბილისში, ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ ორგანიზებით და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბუნებრივი ღვინის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი „ZERO COMPROMISE“ („ზერო კომპრომაისი”) გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგანტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ფესტივალში ასოციაციის წევრი 100 ადგილობრივი მარანი და სხვადასხვა ქვეყნის მარნების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

‘საქართველოს ესტუმრებიან სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის მწერლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, აშშ-ის, კანადის, საფრანგეთის, ესპანეთის, იაპონიის, შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, ნიდერლანდების, ავსტრიის, შვედეთის, დანიის, გაერთიანებული სამეფოს, მექსიკის და ავსტრალიის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოდიან საქართველოში.

სტუმრებს შორის არიან ელის ფეირინგი - ცნობილი ჟურნალისტი, მწერალი და ჟურნალის „თაიმ“ მიმომხილველი, მედს ქლეფი - რესტორნის „ნომა“ მთავარი სომელიე, ჯული პეტერსონი - Marq Wine Group-ის დამფუძნებელი პარტნიორი, ამერიკის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი. ფესტივალზე დასწრების გარდა, ისინი დაინტერესებული აუდიტორიისთვის თბილისში სემინარებსაც ჩაატარებენ.

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის „ბუნებრივი ღვინო“ მხარდაჭერით, ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება შემეცნებითი და ღვინის ტურები. სტუმრები მოინახულებენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, რაც ადგილობრივ მარნებს შესაძლებლობას მისცემს პოტენციურ მყიდველებს ადგილზე გააცნონ თავიანთი პროდუქცია.

ფესტივალის ZERO COMPROMISE მთავარი მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოში ღვინის განათლების ცნობიერების ამაღლება, სამომხმარებლო კულტურის გაზრდა და ღვინის ტურიზმის განვითარება.

ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო ფესტივალის პარტნიორია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ); მხარდამჭერები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და Veli Store.

მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N59 (ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკა), დასაწყისი - 10.00 საათი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს