გურამ მაჭარაშვილი - პარლამენტში სიარულთან ერთად, რაც ბოლო დროს ისწავლეს, კონსტიტუციაც რომ წაეკითხათ, პრობლემა არ ექნებოდათ - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელი უპერსპექტივოა

პარლამენტში სიარულთან ერთად, რაც ბოლო დროს ისწავლეს, კონსტიტუციაც რომ წაეკითხათ, პრობლემა არ ექნებოდათ - საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელი უპერსპექტივოა, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას საკონსტიტუციო სარჩელის შეტანა იმისთვის სურს, რომ რაკი საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გამოუვიდათ, საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უთხრან.

“ოპოზიცია მიხვდა, რომ მათი ნაბიჯი არასწორი და არასამართლებრივი იყო, რადგან არც პარლამენტის რეგლამენტის და არც კონსტიტუციის მიხედვით ზოგად საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა არ შეიძლება. იმისთვის, რომ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც უთხრან, მოიფიქრეს, რომ ამომრჩეველს იმის შესახებ ეტყვიან, რომ საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებენ. ორ-სამ კვირაში იტყვიან, რომ საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ და ასე შემდეგ.

მათი საკონსტიტუციო სარჩელი უპერსპექტივოა! თუ კონსტიტუციას წავიკითხავთ, დავინახავთ, რომ მასში საუბარია არა იმაზე, რომ 50-მა პარლამენტარმა პარლამენტს განცხადებით უნდა მიმართოს, არამედ წერია, რომ გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მას შემდეგ, რაც მმართველმა უმრავლესობამ სასამართლო სისტემაში არსებული ვითარების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში არ შეიტანა, ოპოზიციამ იმის დასტურად, რომ 50 დეპუტატი ასეთი კომისიის შექმნას ხმას აძლევს, შესაბამისი რაოდენობის ხელმოწერები შეაგროვა და პარლამენტს გადასცა. ოპოზიციამ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვაც დააანონსა.

გასულ სასესიო კვირას “ქართულმა ოცნებამ“ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი კენჭისყრის პროცედურის სამჯერ ჩაშლით ჩააგდო.

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში “რეფორმების ჯგუფის“ მიერ არის ინიცირებული.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო