გამოქვეყნდა დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში ბინები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას იძულებით გადაადგილებულ 480 ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საცხოვრებელი ფართების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც ქუთაისში, სრულად გარემონტებული ბინები გადაეცემათ სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა: https://idp.gov.ge/statement-124/

„სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან ყველა იმ დევნილს, რომელსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნია.

იძულებით გადაადგილებული პირების მიღება ქუთაისში (ი. აბაშიძის გმზ. N27) 4 და 5 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე გაიმართება.

დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული უპრეცედენტოდ მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში. 2025 წლის ბოლომდე, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000 ოჯახს გადაეცემა. 7000-მდე ოჯახი ბინებს ახალაშენებულ კორპუსებში მიიღებს, 6000 ოჯახი კი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს