„ომის შესწავლის ინსტიტუტი“ - კრემლზე დრონით თავდასხმა რუსეთის მიერაა დადგმული

აშშ-ის „ომის შესწავლის ინსტიტუტში“ აცხადებენ, რომ კრემლზე დრონით თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო დადგმული და რამდენიმე მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დარტყმა შიგნიდან და მიზანმიმართულად იყო ინსცენირებული.

ანალიტიკოსების მტკიცებით, ამ მაჩვენებლებს შორისაა ის, რომ „რუსეთის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ გადადგა ნაბიჯები რუსეთის შიდა საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად, მათ შორის თვით მოსკოვშიც, და, შესაბამისად, ძალზე ნაკლებად სავარაუდოა, რომ ორმა დრონმა შეაღწია საჰაერო თავდაცვის მრავალ ფენაში და აფეთქდა ან ჩამოაგდეს კრემლის შუაგულში ისე, როგორც ეს კამერაზე ლამაზად დაფიქსირებულ სანახაობრივ კადრებში იყო მოცემული“.

„ამასთან, ინციდენტზე კრემლის დაუყოვნებელი, თანმიმდევრული და კოორდინირებული პასუხი მიანიშნებს, რომ თავდასხმა მომზადდა შიგნიდან და ისე, რომ მის მიზანმიმართულ პოლიტიკური ეფექტებს უხერხულობა გადაეწონა“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ცნობისათვის, კრემლის განცხადებით, რუსეთმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა, რომელიც უკრაინის მიერ იყო დაგეგმილი. „ოთხშაბათს ღამით, კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კრემლის რეზიდენციაზე იერიში სცადა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. მათი მტკიცებით, თავდასხმისთვის ორი დრონი გამოიყენეს, თუმცა რუსეთის თავდაცვის ძალებმა მათი მწყობრიდან გამოყვანა მოახერხეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო