გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 მაისს, 10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, თხინვალა, ლისი, მსხალდიდი, ქვემო ლისი, ხოლო 11:30-დან 12:30 საათამდე - სოფელ გლდანში დავით აღმაშენებლის, 26 მაისის, ყაზბეგის, ჩოლოყაშვილის, იმერეთის, გამარჯვების, სტალინის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე დენი გაითიშება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღაროსკარი, ბარისახო, ზემო ხორხი, ჩარგალი, გუდრუხი, შუაფხო, სონდისველა, თხილიანა, მიგრიაულთა და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებში ქვეშეთი, ზემო და ქვემო მლეთა, ზემო ამირნი, ხარხეთი, გვიდაქე, ყველანი, ამირთა, ბედონი, სეფე და მიმდებარე სოფლებში.

12:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მომხმარებლებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაოზა, აღდგომლიანთკარი, მისაქციელი, ნავაზარი, ნავაზი, ნატახტარი, ნავდარაანთკარი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს