მედია - რუსებმა ოდესაში გაუშვეს „კამიკაძე“ დრონები წარწერებით: „მოსკოვისთვის“, „კრემლისთვის“ - მათი უმეტესობა უკრაინელებმა გაანადგურეს

4 მაისის ღამეს, უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დროს, რუსულმა ძალებმა ოდესის მიმართულებით Shahed-131/136-ის ტიპის 15 „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „სამხრეთის“ ოპერატიულ სარდლობაში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა განადგურდა.

„ოდესაში ღამით, მტერმა შეტევა Shahed-131/136 ტიპის 15 დრონით განახორციელა. 12 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს", - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ინფორმაციით, სამი დრონი ქალაქის ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების საერთო საცხოვრებელს მოხვდა და ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის ადგილობრივმა მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ოდესაში გაშვებულ „კამიკაძე“ დრონებზე ეწერა: „მოსკოვისთვის“ და „კრემლისთვის“.

შეგახსენებთ, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევსა და ოდესაში აფეთქებების ხმები ისმოდა.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს