გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

„საუბრისას გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რომ განათლების ნებისმიერ საფეხურზე, იქნება ეს საჯარო, თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სამინისტროსთვის უმთავრეს პრიორიტეტსა და პასუხისმგებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზოგადი განათლების განვითარების საქმეში, მნიშვნელოვანია კერძო სკოლების განვითარებაზე ზრუნვა და სამინისტრო ამ კუთხით მათი აქტიური მხარდამჭერი იქნება.

თავის მხრივ, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს თანამშრომლობისთვის და სამინისტროსთან კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ამილახვარის ინიციატივით, კერძო სკოლებისა და ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა