ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს

ნოტარიუსებმა პროფესიული დღე აღნიშნეს,- ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე აღინიშნა ნოტარიუსის უმნიშვნელოვანესი როლი სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარებაში და მისი წვლილი ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვაში.

„სიგელები და საჩუქრები გადაეცა იმ ნოტარიუსებს, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის 30-წლიანი სტაჟი შეუსრულდათ. მადლობის სიგელები მიიღეს ნოტარიუსებმა: დავით ბედიანაშვილმა, ქეთევან მამუკაშვილმა, მაია წიკლაურმა, ნინო სუხაშვილმა, ლიანა გოგიაშვილმა, ქეთევან ოდილავაძემ და თეიმურაზ გეგეშიძემ.

წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ პენსიონერი ნოტარიუსები.

ღონისძიებაზე ნოტარიუსის საქმიანობის ამსახველი ორი ვიდეორგოლის ჩვენებაც გაიმართა. ღონისძიებაზე სანოტარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით მიღწეულ პროგრესზე იმსჯელეს.

პროფესიული დღე კოლეგებს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძემ მიულოცა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.