როსტოვის გუბერნატორი - ნავთობპროდუქტების ქარხანაზე დრონით თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია

რუსეთის როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილ გოლუბევის განცხადებით, ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაზე ღამით დრონით თავდასხმა განხორციელდა.

გუბერნატორის ინფორმაციით, დრონი ქარხნის მშენებარე კონსტრუქციებს შეეჯახა და აფეთქდა.

აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. არავინ დაღუპულა ან დაშავებულა და ამჟამად ქარხანა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ეს რუსეთის ნავთობის საცავებში წუხელ მომხდარი მეორე ინციდენტი იყო, ბოლო ორი დღის განმავლობაში კი - მესამე. ოთხშაბათს ღამით, ტამანის დასახლებაში 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ნავთობპროდუქტების რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი დრონის ჩამოვარდნა გახდა. ამასთან, წუხელ კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ხანძრის მიზეზი დრონით თავდასხმა გახდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო