ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

„აზიის განვითარების ბანკის“ ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ფინანსთა მინისტრი, „აზიის განვითარების ბანკში“ საქართველოს მმართველი ლაშა ხუციშვილი.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას, მან ისაუბრა „აზიის განვითარების ბანკის“ როლზე რეგიონის ქვეყნების დახმარების პროცესში და აღნიშნა, რომ დღეს, გლობალური სირთულეების გათვალისწინებით, ADB-ის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ქვეყნების რეფორმების განხორციელებაში.

ლაშა ხუციშვილის თქმით, როგორც „აზიის განვითარების ბანკის“, ისე განვითარების სხვა პარტნიორების მთავარი პრინციპები უნდა იყოს მოქნილობა და გადამწყვეტი მოქმედება სხვადასხვა გამოწვევების საპასუხოდ.

მისივე განცხადებით, საჯარო და კერძო სექტორებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენით, საქართველომ დაამტკიცა მდგრადი განვითარების პოლიტიკისადმი ერთგულება.

როგორც ფინანსთა მინისტრი აღნიშნავს, გლობალური მასშტაბის გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას ორი წლის განმავლობაში ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.

მისივე თქმით, საქართველოს ძლიერი ეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები იძლევა მყარ საფუძველს, გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმარებისთვის.

„საქართველო განაგრძობს წარმატებულ თანამშრომლობას „აზიის განვითარების ბანკთან“, რომლის პორტფელიც, დაახლოებით, 4.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ვიმედოვნებთ, რომ ADB-სთან ერთად სამომავლო თანამშრომლობა წარიმართება საქართველოსთვის პრიორიტეტულ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ენერგო უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა, მწვანე და განახლებადი წარმოება, ასევე, დაკავშირებადობა, ელექტროგადაცემა, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, საავტომობილო გზები და ციფრული ინფრასტრუქტურა, კორპორატიული მართვის რეფორმირება, ინვესტირება ადამიანურ კაპიტალში და სხვა. დღეს ყველას გვჭირდება ძლიერი რეგიონული სინერგია და განვითარებაზე ორიენტირებული პარტნიორების მხარდაჭერა. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ დიდ წარმატებას კრიზისიდან გამოსვლის პროცესში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

„აზიის განვითარების ბანკის“ მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესია ყოველწლიური შეხვედრის მთავარ ღონისძიებას წარმოადგენს, რომელზეც მმართველები იხილავენ და ამტკიცებენ ბანკის საქმიანობასთან, ფინანსურ და ადმინისტრაციულ მართვასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ დოკუმენტებს, რეგულაციებსა და ანგარიშებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა